სიახლეები

სტატისტიკა
     

ახალი ამბები

საინტერესო ვიდეო


პარტნიორები

ტელეკომპანია "ჯიხა"
ტელეკომპანია "კოლხეთი89"

სენაკის თაფლი, რომელიც ორ წელზე მეტია, ევროპის ბაზარზე გადის

„ყვავილების თაფლი“ - ასე ჰქვია სენაკის ეკოლოგიურად სუფთა, 100%-იან ნატურალურ თაფლს, რომლის წარმოების შექმნის იდეაც ალეკო პაპავას ეკუთვნის. თაფლი ქართულ ბაზარზე 19 წლის წინ გამოჩნდა, ხოლო 2015 წელს გაიხნა კოოპერატივი, რომელშიც 11 ადამიანი გაერთიანდა.

ამავე წელს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის თანადაფინასებით, კოოპერატივმა „ოცნებამ“ წარმოება გააფართოვა და მათ სხვადასხვა ინვენტარები შეიძინეს, მათ შორის იყო სპეციალური ავტომობილი.

აღნიშნულ კომპანიას თაფლი უკვე ბოლო ორი წელია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტზე გააქვს, რომლის ჯამიც დაახლოებით 2 ტონას შეადგენს.

კოოპერატივი „ოცნება“ ამ დროისთვის თაფლს ჩეხეთში გასატანად ამზადებს.
იხილეთ სიუჟეტი
скачать dle 10.3фильмы бесплатно
83 0

საინფორმაციო გამოშვება

მწერალი: egrisitv

კომენტარები:

დააკომენტარე!