ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში.
ავტომობილი 62 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა. კაცი ადგილზევე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას “ეგრისი ტივისთან” ადასტურებს მერის წარმომადგენელი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაშა გრიგოლია.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი, 62 წლის მამაკაცია.