Egrisi TV
1 month 4 days ago
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორთან, დავით გრიგოლიასთან, სამოქალაქო კლუბის ,,We4Future“ წევრებთან და შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებთან ერთად, გამწვანების აქციაში - „ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის“, მიიღო მონაწილეობა. აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ცენტრალურ პარკში ნეკერჩხლისა და მუხის ნერგები დაირგო. გამწვანების აქცია, დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეულის კამპანიის ,,დავასუფთავოთ საქართველო“ ფარლგებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას, კოლხეთის ეროვნული პარკის, გარემოცდაცვითი ასოციაცია ,,დეას“, ახალგაზრდული მუშაკისა და სამოქალაქო კლუბის ,,We4Future“ ინიციატივით გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გარემოსდაცვითი აქტივობები.